"ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგი უგულავამ ყაზბეგში მერობის კანდიდატი ვიქტორ სუჯაშვილი წარადგინა.
შეხვედრაზე ადგილობრივებმა რაიონში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. ყაზბეგის მოსახლეობას სასმელი წყლის, სანიაღვრე არხების და მიწების რეგისტრაციის პრობლემა აწუხებს. გიგი უგულავამ მხარდამჭერებს წინასაარჩევნო გეგმაც გააცნო.
"ევროპული საქართველოს" პროგრამის თანახმად, გაუქმდება ბიუროკრატიული ხარჯები, პრემია-დანამატები და ეს თანხა პენსიის ზრდას მოხმარდება. ყაზბეგში პენსია 50 ლარით გაიზრდება.
„თუ ჩვენ იმ მთელ უსარგებლო ხარჯებს რითაც არის გაბერილი, დახუნძლული ბიუჯეტი ამოვიღებთ, 50 ლარით არის შესაძლებელი პენსიის გაზრდა, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აქაური პენსიონერებისთვის. უდიდესი შესაძლებლობებია თუ იქნება ნორმალური ადგილობრივი ხელისუფლება,“-განაცხადა გიგი უგულავამ.