20 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
ზაალ უდუმაშვილი ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატი ზალიკო უდუმაშვილის ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ბოლო პერიოდში თბილისის საკრებულოში და მერიასთან განვითარებული მოვლენები იყო.

„ჩვენ მივაწოდეთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია იმ დარღვევების შესახებ, რომელიც უკვე დაფიქსირებულია წინასაარჩევნო პერიოდში და ჩვენ მათ დამატებით კიდევ გადავუგზავნით მტკიცებულებებს, რომელიც არის არსებული. ყურადღება გავამახვილეთ ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე, როგორც თბილისის საკრებულოში, ასევე თბილისის მერიასთან და ჩვენ შევთანხმდით, რომ გავცვლით ინფორმაციას მუდმივად,“-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

დღის ამბები