კატალონიის პარლამენტი დამოუკიდებლობის გამოცხადების თარიღზე მსჯელობს. დეპუტატებმა უნდა გადაწყვიტონ, როდის მოიწვევენ საპარლამენტო სესიას, რომელზეც რეფერენდუმის შედეგებს განიხილავენ. შესაძლოა, ამავე სხდომაზე გამოცხადდეს რეგიონის ესპანეთის შემადგენლობიდან გამოსვლის შესახებაც.
ერთ-ერთ სავარაუდო თარიღად 9 ოქტომბერი სახელდება. რეფერენდუმის შემდეგ, პირველ ინტერვიუში კატალონიის პრეზიდენტმაც დაადასტურა, რომ დამოუკიდებლობას უახლოეს დღეებში გამოაცხადებენ.
კომენტარი კარლეს პუჩდემონმა ესპანეთის მონარქის სატელევიზიო მიმართვის შემდეგ გააკეთა. ფელიპე მეექვსემ კატალონიის ხელისუფლება კონსტიტუციის დარღვევასა და უპასუხისმგებლო ქმედებაში დაადანაშაულა.