20 ნოემბერი 2024,   21:31
ვრცლად
პრეზიდენტის სასახლეში მარგველაშვილისა და საპარალამენტო უმრავლესობის პირისპირ შეხვედრა მიმდინარეობს

მარგველაშვილისა და საპარალამენტო უმრავლესობის წევრების პირისპირ შეხვედრა დაიწყო. პრეზიდენტის სასახლეში, საპარალამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ცოტა ხნის წინ მივიდნენ. უმრავლესობის წევრები გიორგი მარგველაშვილს ქვეყნის მთავარი კანონის იმ პუნქტებს გააცნობენ, რომლის შეცვლას, პრეზიდენტის ვეტოს შემთხვევაში დათანხმდებიან.

გიორგი მარგველაშვილთან იმყოფებიან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების ხელმძღვანელები.

თუ გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში  ბარიერის დაწევასა და კონსტიტუციიდან ბლოკების ამოღების საკითხზე მოტივირებულ შენიშვნებს გააგზავნის, ამ შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის შენიშვნებს გაითვალისწინებს და ვეტოს არ დაძლევს.

დღის ამბები