20 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
პრეზიდენტი ყველა პოლიტიკურ ძალასთან კონსულტაციებს აგრძელებს - გიორგი აბაშიშვილი

"ამ შეხვედრაზე, მათ შორის საუბარი შეეხებოდა იმ ორ საკითხს, რომელიც დაკავშირებულია საკონსტიტუციო ცვლილებებთან. აღნიშნულ საკონსტიტუციო საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტი აგრძელებს კონსულტაციებს ყველა პოლიტიკურ ძალასთან," - ეს განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრცაიის უფროსმა გიორგი მარგველაშვილისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. 

გიორგი აბაშიშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის ძალიან საინტერესო და კონსტრუქციული საუბარი შედგა.

"უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტის, მისი გუნდის მხრიდან არ დააკლდება მცდელობა იმ მოქმედებებს, რომ პოზიციები მეტად იყოს დაახლოებული კონსესუსისკენ,“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა. 

მმართველი გუნდის წარმომადგენლები პრეზიდენტთან კონსტიტუციაზე მოსალოდნელი ვეტოს დეტალებს განიხილავდნენ და გიორგი მარგველაშვილს ქვეყნის მთავარი კანონის იმ პუნქტებს აცნობდნენ, რომლის შეცვლასაც ისინი ვეტოს შემთხვევაში დათანხმდებიან.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები