20 ნოემბერი 2024,   21:31
ვრცლად
მარიკა დათუკიშვილის თქმით, ე.წ. ტიტუშკებმა საარჩევნო ბანერის გაკვრის საშუალება არ მისცეს

ვაკის რაიონის ნუცუბიძის ოლქის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ხელისუფლებას საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლაში ადანაშაულებს. მარიკა დათუკიშვილის განცხადებით, მას დღეს ხელისუფლების ე.წ. ტიტუშკები საარჩევნო ბანერის გაკვრის საშუალებას არ აძლევდნენ.

ადგილზე გამგეობის და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ, რომლებმაც განაცხადეს, რომ უწყება მოკვლევას ჩაატარებს, აქვს თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ბანერის გაკვრის უფლება.

მარიკა დათუკიშვილმა მომხდარ ფაქტზე რეაგირებისთვის უწყებათაშორის კომისიასაც მიმართა.

„10 დღის წინ, როდესაც მქონდა მცდელობა, რომ ჩემს ოფისზე გაკეთებულიყო ბანერი, ამის საშუალება არ მომცეს ე.წ. ტიტუშკებმა, რომლებიც მეუბნებიან, რომ კორპუსის მცხოვრებლები არიან და მათი სლენგით რომ ვთქვათ, მათ არ „ვევასებით“. „ქართულ ოცნებას“, რომელსაც ყოველ ორ მეტრში აქვს ბანერი გამოფენილი, არ აქვს ოფიციალური ნებართვები, შესაბამისად, მეც არ ჩავთვალე საჭიროდ ამ ნებართვის აღება. დღეს, როდესაც ამ ბანერის მონტაჟი დავიწყეთ, კვლავ მოვიდნენ გაურკვეველი ტიპის ადამიანები, მათ მოჰყვა გამგეობის მაღალი თანამდებობის პირი, ბატონი დავით კვინიკაძე. ამ ადამიანებთან ერთად, ისიც აპროტესტებს ამ ბანერის გაკვრას,“ - განაცხადა მარიკა დათუკიშვილმა. 

დღის ამბები