„დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კუკავამ და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ ვერტიკალური პარკირების სისტემის პრეზენტაცია გამართეს.
მათი განცხადებით, თბილისში ავტომანქანების ვერტიკალური პარკირების ზონის პროექტი კომპანია „რევერსს“ უკვე მზად აქვს, რაც საშუალებას იძლევა, მინიმალურ ტერიტორიაზე რამდენიმე ათეული მანქანა განთავსდეს.
კახა კუკავა ამბობს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, „სითი პარკთან“ ხელშეკრულება გაუქმდება და ქალაქში ვერტიკალური პარკირების სისტემა ამოქმედდება.