20 ნოემბერი 2024,   21:30
ვრცლად
ამ კვირის ბოლოს უკვე ჩამოყალიბდება პრეზიდენტი თუ რა იქნება ვეტოს დოკუმენტში - ანა დოლიძე

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება ვეტოს საკითხზე, ცნობილი მომავალი კვირის დასაწყისში გახდება. ამის შესახებ განცხადება, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გააკეთა. 

ანა დოლიძე გიორგი მარგველაშვილსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის გამართულ მოლაპარაკებებს კონსტრუქციულად აფასებს, თუმცა პროგნოზის გაკეთება უჭირს.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი რამდენიმე საათის წინ ვენეციის კომისიის სხომაში მონაწილეობის მისაღებად იტალიაში გაემგზავრა.

„კომისიის განსაკუთრებული სურვილია, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებული იყოს თანხმობით და არ დარჩეს ერთპარტიულ დოკუმენტად. შესაბამისად ეს პლენარული სხდომა, სადაც საბოლოო დასკვნას მიიღებს ვენეციის კომისია ცვლილებებზე, არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. მე მაქვს გამოსვლა კომისიის წინაშე, ასევე შეხვედრები კომისიის წევრებთან.

"პრეზიდენტს აქვს 10 სამუშაო დღე იმისათვის, რომ მოამზადოს საკუთარი ვეტო. საბოლოო ჯამში, აგერ უკვე ამ კვირის ბოლოს უკვე ჩამოყალიბდება პრეზიდენტი, თუ რა იქნება ვეტოს დოკუმენტში,“-განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები