საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში კანადის საელჩოს მიერ ორგანიზებულ მიღებას დაესწრო.
ღონისძიება საქართველოსა და კანადას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილის და კანადის კონფედერაციის შექმნის 150 წლის იუბილეს მიეძღვნა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საქართველოსა და კანადას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრა, მინისტრმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას.
კანადის ეროვნული დღესასწაული - კონფედერაციის დღე, საქართველოში წელს პირველად აღინიშნა.
„კანადამ არაერთხელ დაადასტურა თავისი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის. მნიშვნელოვანია კანადის ჩართულობა საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატიის ჩამოყალიბებისა და განვითარების საქმეში. აღსანიშნავია, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში კანადა არის საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი. ვგეგმავთ, რომ კიდევ უფრო გავაფართოვოთ თანამშრომლობა აღნიშნული მიმართულებით,”-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.