20 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
"სირცხვილია" - "პარტიოტთა ალიანსს" მოსკოვში ვიზიტის გამო აკრიტიკებენ

„სირცხვილია“ - ამ ტრანსფარანტებით დახვდნენ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ აქციის მონაწილეები, რომლებიც ოპოზიციური პარტიის მოსკოვში ვიზიტს აპროტესტებენ.

"თავისუფალი დემოკრატების" ახალგაზდული ფრთის წარმომადგენლები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში "პატრიოტთა ალიანსის" წევრებს დახვდნენ და შეახსეს, რომ სახელმწიფოს გვერდის ავლით ოკუპანტ ქვეყანასთან მოლაპარაკებების წარმართვა "სირცხვილია".

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" საქართველოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. ოპოზიცური პარტიის წევრები მოსკოვში დუმის დეპუტატებს ხვდებოდნენ. 

"პატრიოტთა ალიანსის" წევრები რუსეთის დედაქალაქში ბოლო 3 თვის განმავლობაში უკვე მეორედ ჩავიდნენ. ისინი აცხადებენ, რომ ოკუპანტ სახელმწიფოსთან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონებზე სალაპარაკოდ ჩადიან. 

დღის ამბები