ესპანეთის ხელისუფლება კატალონიის ლიდერის შეთავაზებას პასუხობს. ოფიციალური მადრიდი აცხადებს, რომ რეგიონის ხელმძღვანელობა დიალოგის დაწყებამდე, ჯერ კანონის შესრულებას უნდა დაუბრუნდეს.
მთავრობის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ კატალონიის ლიდერის შანტაჟი მიუღებელია.
დიალოგის დაწყება კარლეს პუჩდემონმა ცენტრალურ ხელისუფლებას ტელე მიმართვის დროს შესთავაზა და ქვეყნის მონარქი ხელისუფლების პოზიციის მხარდაჭერასა და კატალონიელი ხალხის ნების იგნორირებაში დაადანაშაულა.
მან არ გამორიცხა, რომ კატალონიამ დამოუკიდებლობა უკვე მომავალ კვირას გამოაცხადოს.