ეკონომიკის სამინისტრო დიდი ალბათობით ორთაჭალაში განთავსდება - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ორთაჭალაში სახელმწიფო უწყებების ნაწილია თავმოყრილი და მათ რიცხვს სავარაუდოდ, ეკონომიკის სამინისტროც შეემატება.
„ორთაჭალაში არის სახელმწიფო უწყებების გარკვეული რაოდენობა თავმოყრილი. სამთავრობო ქალაქის აშენებაზე კი არ იყო საუბარი, საუბარი იყო იმაზე, რომ ეფექტურობის პრინციპიდან გამომდინარე, თუ ეკონომიკის სამინისტროს ახალი შენობა სჭირდება, იქნებ მოვახერხოთ, რომ ამ უწყებებთან უფრო ახლოს იყოს. როდესაც მე და ჩემს უწყებას გვაქვს არჩევანის გაკეთების საშუალება, ჩვენ ეს არჩევანი გავაკეთეთ და გაცნობებთ, რომ ეკონომიკის სამინისტრო, დიდი ალბათობით, იქნება ორთაჭალაში,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.