20 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
ბაღების დირექტორების სკანდალი - არასამთავრობოები და ოპოზიცია საქმის გამოძიებას ითხოვენ

საბავშვო ბაღების დირექტორების მიერ კახა კალაძის მხარდამჭერთა სიების შეგროვების შესახებ აუდიო მასალების გასაჯაროების შემდეგ, სამოქალაქო სექტორმა პროკურატურისგან საქმის გამოძიება მოითხოვა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გარდა, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებიც იკვეთება. საგამოძიებო უწყებებს რეაგირებისკენ ოპოზიციამაც მოუწოდა.

მმართველი გუნდის მხარდამჭერთა სიების შეგროვებისა და საბავშვო ბაღის თანამშრომლების აღრიცხვის შესახებ ინფორმაციას, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში უარყოფენ.

თბილისის მერს „სტუდია მონიტორის“ რეპორტაჟისა და გავრცელებული აუდიო ჩანაწერის შინაარსზე საუბარი არ სურს.

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ კი, გავრცელებულ მასალებთან დაკავშირებით დასმული კითხვის გამო, ტყუილში "რუსთავი 2“ დაადანაშაულა. 

„სტუდია მონიტორმა“ საგამოძიებო რეპორტაჟში თბილისის სამი საბავშვო ბაღის დირექტორის აუდიო ჩანაწერი გამოაქვეყნა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები