მოსკოვიდან დაბრუნებულ "პატრიოტთა ალიანსს" თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საპროტესტო პლაკატებით დახვდნენ. პარტიის ლიდერებს "თავისუფალი დემოკრატების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა შეახსენეს, რომ რუსეთი ოკუპანტია. ადა მარშანია ახალგაზრდების პროტესტს დუმილით შეხვდა.
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების თბილისში დაბრუნების შემდეგ გაირკვა, რომ მოსკოვში საქართველოს პარლამენტის წევრებს, ორი ოფიციალური და ერთი არაფორმალური შეხვედრა ჰქონდათ. ადა მარშანია, გია ლომია და ნატო ჩხეიძე ჯერ დუმაში, დეპუტატ კალაშნიკოვის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ შემდეგ კი, მოლაპარაკებები ფედერაციის საბჭოში, კონსტანტინე კოსაჩოვთან გამართეს. მოსკოვში იმყოფებოდა "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი დავით თარხან მოურავიც.
მოსკოვში ორჯერ გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, "პატრიოტთა ალიანსი" რუს დეპუტატებს უკვე თბილისში ელოდება.
მოსკოვში გამართული შეხვედრების შემდეგ, "პატრიოტთა ალიანსი" დღეს სახელმწიფოს ინტერესების ღალატში დაადანაშაულა "რესპუბლიკურმა პარტიამ".