20 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს პირადი ინტერესების გატარების მცდელობაში ადანაშაულებს

უკრაინის პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანონს "დონბასის რეინგტერგაციის შესახებ" მიხეილ სააკაშვილი შენელებული მოქმედების ნაღმს და შიდა ოკუპაციის მცდელობას უწოდებს. ტელეკომპანია "NEWS ONE"-თან ინტერვიუში ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა განაცხადა, რომ კანონპროექტის დამტკიცებას მინსკის შეთანხმების პირობები კანონის დონეზე აჰყავს.

რუსული მხარე კი, რომელმაც ასევე აიღო მინსკის შეთანხმების შესრულების ვალდებულება, ამას არ გააკეთებს. შედეგად უკრაინა იძულებული გახდება დოკუმენტი ცალმხრივად შეასრულოს.

მიხეილ სააკაშვილმა პეტრო პოროშენკო კანონის შემუშავებისას, პირადი ინტერესების გატარების მცდელობაშიც დაადანაშაულა.  

"უკრაინაში მიმდინარე მოვლენები საქართველოში, 90-იან წლებში არსებულ ვითარებას ჰგავს, როდესაც მას ჰყავდა ძალიან სუსტი, კორუმპირებული ხელისუფლება, შევარდნაძის მეთაურობით. მან რუსეთის ზეწოლის შედეგად, ე.წ. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადგილობრივი ფორმირებებისთვის სტატუსის მინიჭების შესახებ, ასევე მშვიდობისმყოფელებთან დაკავშირებით შეთანხმებებს მოაწერა ხელი. 2008 წელს კი, ჩვენ სწორედ ამ შეთანხმებების წინაშე ავღმოვჩნდით. ეს იყო შენელებული მოქმედების ბომბი, რომელიც რუსეთმა საქართველოს წლების წინ ჩაუდო.

"დონმაბისი რეინტეგრაციის შესახებ" კანონის მიხედვით, ასევე ხდება ლეგალიზება იმ ადამინების, პირდაპირ მოსკოვის მიერ არიან დანიშნულები. უკრაინის შიგნით პოლიტიკური სუბიექტის სტატუსის მინიჭება, ეს შიდა ოკუპაციაა. თუ კი პოროშენკო ამ კანონს მიიღებს, ომი არასდროს დასრულდება, რადგან მას და თანამდებობის სხვა პირებს რეგიონთან სავაჭრო ურთიერთობების წარმოების პირდაპირი ფინანსური ინტერესი ექნებათ. ეს არ არის უბრალოდ მორიგი კანონი, ეს არის ბომბი, რომელიც აუცილებლად აფეთქდება," - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. 

დღის ამბები