"საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" თბილისის მერობის კანდიდატმა, გიორგი გუგავამ კაზინო „აჭარასთან“ აქცია გამართა. მისი თქმით, ისეთ ხალხმრავალ ადგილებში, სადაც არის სკოლები, უმაღლესი სასწავლებლები დაუშვებელია, იყოს ასეთი აზარტული ადგილები.
გიორგი გუგავა აცხადებს, რომ მისი მერად არჩევის შემთხვევაში კაზინოები და სლოტ-კლუბები გატანილი იქნება დედაქალაქიდან შორს.
„აქ, სადაც სპორტის სასახლეა და უამრავი სასწავლო დაწესებულებაა, მიწის ზემოთ და მიწის ქვემოთ მოწყობილია საყორმაბაზო ბუდეები, კაზინოებისა და სლოტ-კლუბების სახით, სადაც უბედურდება უამრავი ჩვენი თანამოქალაქე... ამავე დროს, აქ თეთრდება კრიმინალური ფული და რაც მთავარია, თამაშობენ ჩვენი ხელისუფლების გაქსუებული წარმომადგენლები. გუგავას მოსვლის შემთხვევაში თბილისში კაზინოები, სლოტ-კლუბები დაიხურება და გავა ქალაქგარეთ,“ - განაცხადა გიორგი გუგავამ.