20 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
ვენეციის კომისიის დასკვნას ოპოზიცია და ხელისუფლება ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულად კითხულობენ

ვენეციის კომისიაში მსჯელობა დასრულებულია. დასკვნას ოპოზიცია და ხელისუფლება ისევ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულად კითხულობს. ჯერ მხოლოდ დოკუმენტის პროექტია ცნობილი, თუმც მასში გაწერილი პუნქტები უკვე სადავოა. კომისიაში კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ მთავარ პრობლემად პოლიტიკური კონსენსუსის არარსებობა რჩება.

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პოლიტიკური კონსენსუსის არარსებობის გამო დოკუმენტის ლეგიტიმაციას ოპოზიცია ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ერთ-ერთი პრინციპული საკითხია მაჟორიტარული სისტემის 2024 წლის ნაცვლად, 2020 წელს გაუქმება.

ოპოზიცია ხელისუფლებას ურჩევს, კონსენსუსის მისაღწევად ბოლო შანსი გამოიყენოს და პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადების შემდეგ, მოტივირებული შენიშვნები, სადაც „ქართული ოცნებისთვის“ მისაღები პუნქტებიც ეწერება, არ დაძლიოს.

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ვეტო მხოლოდ იმ შემთხვევაში არ დაიძლევა, თუ მოტივირებულ შენიშვნებში მხოლოდ ხელისუფლებისთვის მისაღები პუნქტები გაიწერება.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები