20 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
ე.წ. ციანიდის საქმე - დეკანოზის ადვოტაკები არ გამორიცხავენ, რომ ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდნენ

საქართველოს პატრიარქის მდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები კანონის დარღვევაში დაადანაშაულა. მიქაელ ბოტკოველმა ბრალი ე.წ. ციანიდის საქმის დახურული სხდომის მასალების გასაჯაროებაში მამა გიორგი მამალაძის ინტერესების დამცველებს დასდო. მან ასევე საზოგადოებას საპატრიარქოს ირგვლივ საკითხების განხილვისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

დეკანოზის ადვოკატები კი თავად მოუწოდებენ საპატრიარქოს წარმომადგენლებს ხმამაღალი განცხადებებისგან თავი შეიკავონ.

გასაიდუმლოებული მტკიცებულებების მედიისთვის გადაცემის საქმეს პროკურატურაში იძიებენ. უწყებაში ადვოკატებს გამოკითხვის მიზნით იბარებენ. თუმცა, დეკანოზის უფლებადამცველები არ გამორიცხავენ, რომ თავად აღმოჩნდნენ ბრალდებულის სკამზე.

ადვოკატები ახალ სამართლებრივ დავას იწყებენ. საკონსტიტუციო სასამართლოსგან სისხლის სამართლის იმ მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ, რის საფუძველზეც, პროკურატურამ ადვოკატებს საქმის მტკიცებულებების გაუთქმელობის პირობა ჩამოართვა. ადვოკატების განცხადებით, ამით მხარეთა თანასწორობა და სამართლიანი სასამართლოს უფლება დაირღვა.

საკონსტიტუციო სარჩელი ადვოკატებმა დღეს გადაგზავნეს. ჯერ უცნობია, განიხილავენ თუ არა მოსამართლეები მას დაჩქარებული წესით.

ამავე თემაზე
დღის ამბები