20 ნოემბერი 2024,   21:27
ვრცლად
რა წერია ვენეციის კომისიის დასკვნაში - ევროპელი ექსპერტების რეკომენდაციები

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნა დამტკიცებულია. ექსპერტთა საბჭოს განცხადებით, მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ხელისუფლებას გაეთვალისწინებინა, რომ ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლიდან გადასულიყო. 

„2017 წლის ივნისში ვენეციის კომისიის მიერ დასკვნის მიღების შემდეგ, ქართულმა პოლიტიკურმა ძალებმა არც კონსესუსს მიაღწიეს და არც მოლაპარაკებებში ჩაერთვნენ საკონსტიტუციო რეფორმის უმნიშვნელოვანეს ასპექტებზე. კერძოდ, ვენეციის კომისიის შეფასების მიღების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა საკონსტიტუციო რეფორმის უმნიშვნელოვანესი ასპექტი - პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გადაევადებინა. ეს ნაბიჯი დაგმო ყველა ოპოზიცურმა პარტიამ, პრეზიდენტმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რასაც მოჰყვა საკონსტიტუციო რეფორმაზე ამ მხარეების უარი,“- აღნიშნულია დოკუმენტში.

დასკვნაში მოცემულია დიალოგის მნიშვნელობასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის პრეზიდენტის, ჯანი ბუკიკიოს მოწოდებები. კომისია მწვავედ აფასებებს იმას, რომ პოლიტიკურმა ძალებმა კონსტიტიტუციაზე შეთანხმება ვერ მოახერხეს. 

„ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, ჯანი ბუკიკიომ 2017 წლის 25 ივლისს განაცხადა, რომ გამოსავალი უნდა იპოვონ დიალოგის გზით, რაც შეიძლება ფართო კონსესუსის მიღწევის მიზნით, დიალოგის გზით. მოლაპარაკებებს უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის შედეგი არ მოუტანია. 2017 წლის 4 სექტემბრის ერთობლივ განცხადებაში ქართულმა ოპოზიცურმა პარტიებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით კონსესუსის არარსებობაზე პასუხისმგელობა მთლიანად მთავრობას ეკისრება, მაშინ როდესაც, უმრავლესობამ გადამეტებულ მოთხოვნებში ოპოზიცია დაადანაშაულა. აქედან გამომდინარე, სტრასბურგში გაუქმდა 6 სექტემბერს დაგეგმილი შეხვედრა, რომლის ჩატარებაც ვენეციის კომისიამ მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად შესთავაზა საქართველოს ყველა საპარლამენტო პარტიას. ვენეციის კომისია მწუხარებას გამოთქვამს ამგვარი შედეგის გამო და იმეორებს თავის პოზიციას, რომ ნებისმიერი მთავარი საკონსტიტუციო რეფორმა, რაც შეიძლება ფართო კონსესუსს საჭიროებს,“- წერია ვენეციის კომისიის დასკვნაში.  

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 5%-იანი ბარიერი მნიშვნელლოვანი შეფერხებაა პოლიტიკური ძალებისთვის. დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ ბონუსების განაწილება სამართლიანი უნდა იყოს. 

„ვენეციის კომისია მტკიცედ მიესალმება 2017 წლის 20 სექტემბრის წერილში საპარლამენტო უმრავლესობის დაპირებას განიხილოს ბონუსის სისტემაზე უარის თქმა და მიიღოს ყველა პოლიტიკური პარტიისათვის, რომელიც 5%-იან ზღვარს გადალახავს, გაუნაწილებელი მანდატების სრულად პროპორციული გადანაწილება. ასეთი სისტემა ხელს შეუწყობს პარლამენტში პლურალიზმს და შესაბამისობაში იქნება ევროპულ სტანდარტებთან. ვენეციის კომისია ელოდება, რომ ეს ნაბიჯი არა მხოლოდ განხილული, არამედ დაუყოვნებლივ მიღებული იქნება,“- აღნიშნულია დოკუმენტში.  

 

ამავე თემაზე
დღის ამბები