20 ნოემბერი 2024,   21:31
ვრცლად
ინცინდენტი კომპანია "ალბატროსში" - ნაცემია კომპანიის რამდენიმე თანამშრომელი

ავჭალაში კომპანია "ალბატროსში" ინციდენტი მოხდა. „კურიერის“ ინფორმაციით, ნაცემია კომპანიის რამდენიმე თანამშრომელი.

„ალბატროსში“ დასაქმებულები ყვებიან, რომ მუშები კომპანიის ხელმძღვანელის პირადი დაცვის წევრებმა სცემეს.

„ალბატროსის“ თანამშრომლების თქმით, მუშებსა და ხელმძღვანელობას შორის დაპირისპირების მიზეზი ხელფასები და ბუღალტრული ჩარიცხვები გახდა. თუმცა, თანამშრომლების თქმით, შეთანხმება მოხდა, მაგრამ ხელმძღვანელის კაბინეტის დატოვების შემდეგ გარეთ დაცვის შვიდი წევრი დახვდათ.

„ალბატროსის“ თანამშრომლების თქმით, სწორედ დაცვის წევრებმა ჩაკეტეს და სცემეს რამდენიმე მუშა.

ნაცემი მუშები ამ დროისთვის ავჭალის პოლიციაში დაკითხვაზე არიან გადაყვანილები.

მუშების ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, ცემის ფაქტზე დაიწყო. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს ჯარიმა ან ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დღის ამბები