20 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
"თბილისობა 2017" ხვალ, საღამოს, საპატიო თბილისელების დაჯილდოვების ცერემონიით დასრულდება

დღეს თბილისობაა. დედაქალაქი ამ დღეს ტრადიციული მწვადის და ღვინის გარდა, საზეიმო, გასართობი, სპორტული და კულტურული ღონისძიებებით ხვდება. თბილისობა სამი საათის წინ ყვავილების დღესასწაულით გაიხსნა. იგეგმება გამოფენები, ელექტრონული მუსიკის ფესტივალი და სხვადასხვა სპორტული შეჯიბრება.

თბილისობას ესწრებიან ტურისტები და სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული სტუმრები. ასევე, მიმდინარეობს სხვადასხვა ღონისძიება.

თბილისობის დღესასწაულზე იმყოფებოდნენ: თბილისის მერი, დავით ნარმანია, მერობის კანდიდატი, კახა კალაძე და მთავრობის წევრები.

საქართველოს პრემიერმინისტრის თქმით, თბილისის სხვადასხვა უბანიც ასე გალამაზდება.

„მე ძალიან მომწონს, თუ როგორ გაკეთდა ძველი აღმაშენებელი და ნამდვილად უნდა ვთქვა, რომ თბილისს აქვს უამრავი საგანძური, რომელიც ასეთი მიხედვის შემთხვევაში იქნება ძალიან ლამაზი და მე გარწმუნებთ თქვენ, რომ ზუსტად ასეთი ლამაზი იქნება მთელი თბილისი, ეს იქნება სოლოლაკი, თბილისის სხვა უბნები, სადაც თითოეული შენობა არის საგანძური თბილისის და ჩვენ ამას აუცილებლად მივხედავთ,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

განახლებული აღმაშენებლის გამზირის პარალელურად სადღესასწაულო ღონისძიებები იმართება კიდევ რამდენიმე ლოკაციაზე, მათ შორის, ლეღვთახევში, აბანოთუბანში, რიყის პარკსა და ევროპის მოედანზე.

თბილისობა 2017-ის სადღესასწაულო ღონისძიებები ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და ხვალ საღამოს საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონიით დასრულება.

დღის ამბები