მომღერლები თბილისობის დღესასწაულზე, სავარაუდოდ, პოლიტიკური შეხედულებების გამო, დაბლოკეს. თბილისობის აღნიშვნა დედაქალაქს ერთი მილიონი ლარი დაუჯდა.
ხვალ თბილისობა მიუზკლით დაიხურება. მთავარ ღონისძიებაზე რეჟისორმა დავით დოიაშვილმა იზრუნა, მონაწილეების სია კი მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა, რუსა მორჩილაძემ, დაწერა.
მაია დარსმელიძე იმ მომღერლების სიაში ვერ მოხვდა, რომლებიც თბილისობისთვის მერიამ შეარჩია. მუსიკოსი ფიქრობს, დედაქალაქის მთავარ კონცერტზე მუსიკალური გემოვნებისა და პოლიტიკური შეხედულებების გამო დაბლოკეს.
მიუხედავად იმისა, რომ წელს თბილისობის დღესასწაულისთვის მომზადებული პროგრამის მთავარი მუსიკალური მიმართულება მიუზიკლია, მთავრობის გემოვნებაში ვერ ჩაჯდა თანამედროვე ქართული მიუზიკლის მონაწილე, სოფო ნიჟარაძე.
სოფო ნიჟარაძისა და მაია დარსმელიძისგან განსხვავებით, თბილისობისთვის შერჩეულ მომღერალთა სიაში იყო ვერიკო ტურაშვილი, თუმცა სიიდან ამოიღეს.
ვინ და რა კრიტერიუმებით ადგენს თბილისობაზე გამომსვლელთა სიას, ამ კითხვაზე დღეს კურიერს მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელებიდან არ მიუღია. მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა, რუსა მორჩილაძემ, კი კურიერის ტელეფონი გაუთიშა და პასუხის გაცემა არ ისურვა.