20 ნოემბერი 2024,   21:32
ვრცლად
ეს ის ხელისუფლებაა, დროშას რომ ვერ ჰკიდებს - დავით ზურაბიშვილი

„პუშკინის სკვერის ნაწილის გადაცემა იმიტომ, რომ იქ 30-ადგილიანი პარკინგი გაშენდეს, ამის გამართლება შეუძლებელია,“ - ეს განცხადება გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში რესპუბლიკური პარტიის წევრმა, დავით ზურაბიშვილმა, ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის, კომპანიისთვის ერთ ლარად მიწების გადაცემასთან დაკავშირებით გააკეთა.

დავით ზურაბიშვილის განცხადებით, საკრებულოს სხდომაზე, სადაც ბიძინა ივანიშვილისთვის ერთ ლარად ქონების გადაცემის საბოლოო გადაწყვეტილებას დაამტკიცებენ, ოპოზიციის პროტესტი მოსალოდნელია.

„ამას, ალბათ, კვლავ სუს-ის სრული მობილიზება, საალყო, საგანგებო მდგომაროების გამოცხადება დასჭირდება, რომ ოპოზიციას ხელი შეუშალონ პროტესტის გამოთქმაში,“ - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის თქმით, თბილისის მერიამ და საკრებულომ გადაწყვეტილება ივანიშვილის ინტერესების გათვალისწინებით მიიღო. მისი შეფასებით, ხელისუფლების წარმომადგენლების მესიჯბოქსია, რომ ყოფილი პრემიერი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ინვესტიციას ახორცილებს.

„სიმბოლურად რომ ვთქვა, ეს ის ხელისუფლებაა, დროშას რომ ვერ კიდებს. მათ მიიღეს ასეთი მესიჯი, რომ უნდა ითქვას, რომ ბატონი ივანიშვილი ახორციელებს საოცარ ინვესტიციას, როელიც ხალხისთვის სასიკეთო იქნება, ხალხი ბედნიერია, ამ დროს არის ბოროტი ოპოზიცია, რომელიც გამოდის და ამ სიკეთეს ბოროტებად წარმოსახავს,“ - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

 

დღის ამბები