დეპუტატებმა ალიანსის წევრი და მოკავშირე ქვეყნების ხელისუფლებებს რეგიონში დემოკრატიისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად ძალისხმევის გაძლიერებისკენ მოუწოდეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რუსეთი კვლავ აგრძელებს აგრესიულ ქმედებებს მეზობელი სახელმწიფოების მიმართ, ამიტომ დეპუტატების აზრით, შავი ზღვის რეგიონი ნატოსა და ევროკავშირის დღის წესრიგში აქტიურად უნდა განიხილებოდეს. ასამბლეა ორშაბათს, სავარაუდოდ, რეზოლუციის პროექტსაც დაამტკიცებს, რომელშიც კიდევ ერთხელ იქნება დაგმობილი რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანების უფლებების უხეში დარღვევა.