20 ნოემბერი 2024,   21:44
ვრცლად
კვლევამ აჩვენა, რომ აუცილებლად იქნება მეორე ტური - ოპოზიცია "ედისონ რისერჩის" კვლევას ეხმაურება 

”რუსთავი 2”-ის დაკვეთით ჩატარებულ წინასაარჩევნო კვლევას უკვე მოჰყვა პოლიტიკური გამოხმაურებები. ოპოზიციაში შედეგებით კმაყოფილი არიან. მათი განცხადებით, კვლევის შედეგად კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მერობის კანდიდატებს შორის თბილისში მეორე ტური აუცილებლად იქნება.

„კვლევამ აჩვენა, რომ აუცილებლად იქნება მეორე ტური, უნდა თუ არა ეს ხელისუფლებას.  ფაქტია ისიც, რომ ხელისუფლების რეიტინგი ბევრად ნაკლებია, ვიდრე დანარჩენი ოპოზიციების და ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ამ კვლევამ აჩვენა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება მეორე ტურში. შესაბამისად, ჩვენ ვემზადებით გამარჯვებისთვის,“ - განაცხადა „ენმ“-ის თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა.

21 ოქტომბერს ამომრჩევლის აქტიურობის მნიშვნელობაზე საუბრობენ „ევროპული საქართველოს“ წევრები.

„ამ გამოკითხვის შედეგები მიუთითებს, რომ ყველა დემოკრატიული ოპოზიციის წარმომადგენელმა და მხარდამჭერმა უნდა მოინდომოს, მივიდეს არჩევნებზე 21 ოქტომბერს და დაუჭიროს თავის კანდიდატს მხარი, რათა კახი კალაძემ ვერ მოახერხოს, რომ პირველ ტურში მოიპოვოს თბილისში ძალაუფლება და უნდა უზრუნველვყოთ ჩვენ თბილისში მეორე ტური,“ - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი კიკნაველიძე.

ამ დროისთვის კომენტარი არ გაკეთებულა მმართველ გუნდში. ტელეკომპანიის დაკვეთით გამოკითხვა წამყვანმა ამერიკულმა კვლევითმა კომპანია „ედისონ-რისერჩმა“ ჩაატარა.

დღის ამბები