„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე მარნეულის მერობის კანდიდატთან, აჰმედ იმამყულიევთან ერთად რეგიონის სოფლების მოსახლეობას ხვდება. პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მარნეულს მოსახლეობა სარწყავი წყლის, შიდა გზების და საბავშვო ბაღების პრობლემებზე საუბრობენ.
„პრობლემები ბევრია, სამუშაო ბევრია და მოსახლეობას ავუხსენით, რომ ჩვენ შეგვიძლია, „ევროპულ საქართველოს“ შეუძლია, რომ ეს პრობლემები მოაგვაროს,“ - განაცხადა აჰმედ იმამყულიევმა.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი რეგიონში „ქართული ოცნების“ მხრიდან მოსახლეობის მიმართ წინასაარჩევნო ზეწოლებზეც საუბრობს.
„მარნეულში არის კლანური მმართველობა, არავის არ აწუხებს ხალხი, არავის არ აწუხებს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესი,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.