20 ნოემბერი 2024,   21:30
ვრცლად
ერთად დავიცვათ ეს ქალაქი მტაცებელი ივანიშვილისგან - "ენმ" თბილისის საკრებულოსთან ხვალ 14 საათზე იკრიბება

„ჩვენ არ ვგეგმავთ, რომ ერთ ლარად გადავცეთ ქალაქის ისტორიული ნაწილი ბიძინა ივანიშვილს,“ - ასე აფასებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი, ზალიკო უდუმაშვილი ივანიშვილისთვის მიწების გადაცემის საკითხს, რომელმაც ცოტა ხნის წინ სპეციალური ბრიფინგი გამართა. 

ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, დღეს თბილისის საკრებულომ ხვალისთვის ჩანიშნა საკრებულოს სხდომა, სადაც თბილისის მერობის კანდიდატის შეფასებით, „ქართული ოცნების“ უმრავლესობა „გეგმავს, საბოლოოდ დაუკანონოს ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს პუშკინის სკვერის და თაბორის მთაზე მდებარე ახალი ტერიტორია.

ზაალ უდუმაშვილი საკრებულოს წინ აქციის გამართვას გეგმავს და ყველას მოუწოდებს, რომ ივანიშვილისთვის მიწების დაკანონებას შეეწინააღმდეგონ.

„ასე, რომ ხვალ, ყველას 14:00 საათზე გელოდებით თბილისის საკრებულოსთან, ერთად დავიცვათ ეს ქალაქი მტაცებელი ივანიშვილისგან და ერთად დავიტოვოთ ის ტერიტორიები თბილისისთვის, რომელიც ამ ქალაქისთვის არის უმნიშვნელოვანესი,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

თბილისის საკრებულოს სხდომა ხვალ 16:00 საათზეა ჩანიშნული და იქ იმსჯელებენ ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის მიწების გადაცემის საკითხზე.

საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, 1900 კვ.მ. ფართობის ტერიტორიას პუშკინის ქუჩასა და 5000 კვ.მ. თაბორის მთაზე ზონის სტატუსი შეეცვალა.

„ეს ის შემთხვევაა, როდესაც არცერთი ნაბიჯით არ ვაპირებთ უკან დახევას. ეს უკვე არ ეხება არც პოლიტიკას, არც არჩევნებს, ეს ეხება ჩვენს სახლს, ჩვენს საერთო სახლს, ჩვენს თბილისს,“ - განაცხადა უდუმაშვილმა. 

დღის ამბები