გურიაში, საკუთარ სახლთან მოკლული მამაკაცის ოჯახი მკვლელობის სავარუდო მოტივზე და შემკვეთზე საუბრობს. ოჯახის წევრები მომხდარს მეზობლებთან მიმდინარე ქონებრივ დავას უკავშირებენ.
28 წლის ირაკლი ტარიელაძე საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ჩაცხრილეს გურიაში. შემთხვევა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრუიანთაში მოხდა.
მეზობლების თქმით, საქმე ეხება რამდენიმე ჰექტარ სასოფლო მიწას, რის გამოც, გარდაცვლილსა და მის მეზობელს შორის ურთიერთობა ბოლო წლების განმავლობაში უკიდურესად იყო დაძაბული. ადგილობრივების თქმით, მეზობლებს შორის დაპირისპირება კი, ხშირად ფიზიკურ შეხლა-შემოხლამდეც მიდიოდა.
გარდაცვლილს კონფლიქტის გამო საცხოვრებელი სახლის დატოვებაც მოუწია, თუმცა, გუშინ ძმის ოჯახს სტუმრობდა.
ამ წუთებში ის მეზობელი, რომლსაც გარდაცვლილის ოჯახი მკვლელობის სავარაუდო შემკვეთად ასახელებს, პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფა. მისი ნათესავები ბრალდებებს უარყოფენ, თუმცა, კონფლიქტის არსებობას ადასტურებენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ავტორი: სოფო ჭულუხაძე.