ადა მარშანიამ მოსკოვში შეხვედრები შეაჯამა - პარლამენტის წევრმა დუმაში გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა. მათი განცხადებით, შეხვედრებზე ისაუბრეს ოკუპირებული სოხუმზე და ცხინვალზე, მათ შორის საავტომობილო გზებისა და ასევე აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის თემაზე, თუმცა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების განცხადებით, დეტალებზე არ უსაუბრიათ, რადგან ისინი ხელისუფლებას არ წარმოადგენენ.
„პატრიოტთა ალიანსი“ ასევე გამოვიდა იდეით, ჩატარდეს საერთაშორისო კონფერენცია, სადაც მოწვეული იქნებიან, როგორც რუსი, ასევე ევროპული დეპუტატები. მათივე განცხადებით, მოუწოდებენ ქართველ დეპუტატებს, რომ დაუბრუნდნენ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გადასინჯვას.
„კვლავ დავაფიქსირეთ, რომ უნდა ვიმოქმედოთ, რათა ქართველები ჩადიოდნენ სოხუმშიც და ცხინვალშიც. აფხაზები და ოსები კი ჩადიოდნენ თბილისში. ასევე, კვლავ წამოვწიეთ, საფლავების მონახულების საკითხი. ყოველა ჩვენი სიტყვა ცხადყოფდა, რომ საქართველოს გაერთიანების საკითხი ჩვენთვის უპირველესია. ცხადია, ჩვენ წამოვწიეთ, სოხუმისა და ცხინვალის აღიარებისა და სტატუსის თემა, რასაც მოყვა ხანმოკლე მსჯელობა, ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია, მაგრამ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები და საელჩოები მიიღებენ სრულ ინფორმაციას,“ - განაცხადა ადა მარშანიამ.