20 ნოემბერი 2024,   21:33
ვრცლად
გიგა ბოკერია მიხეილ სააკაშვილს ოპოზიციაში წინასარჩევნოდ განხეთქილების შეტანაში ადანაშაულებს

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილე, გიგა ბოკერია მიხეილ სააკაშვილს ოპოზიციაში წინასარჩევნოდ განხეთქილების შეტანაში ადანაშაულებს. „ევროპული საქართველოს“ ლიდერის თქმით, ეს მხოლოდ ივანიშვილის ხელისუფლებას უწყობს ხელს.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გუშინ "პოსტსკრიპტუმთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ „ევროპულმა საქართველომ“ „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამიჯვნით ივანიშვილი გააძლიერა.

„სიმართლე იმაშია, რომ ჯერ ივანიშვილს გამოაყენებინა თავი, არეულობის შიშის დასათესად. მერე საკუთარ მომხრეებში გამოიწვია იმედგაცრუება, როცა თქვა, რომ აღარ ჩამოდის და ახლა ცდილობს ოპოზიციის შიგნით განხეთქილებას, რომ, ვიმეორებ, არ დადგეს ივანიშვილის აღსასრული მის გარეშე. ეს არ შედის ქართველი ხალხის ინტერესებში. ჩვენს ინტერესებში არის, რომ დავასრულოთ ეს რეჟიმი მშვიდობიანი არჩევნების გზით,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები