ზუგდიდში "ევროპულმა საქართველომ" საარჩევნო პროგრამის სოციალური ნაწილის პრეზენტაცია გამართა. მერობის კანდიდატი, ლელა ქებურია აცხადებს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში შემცირდება ბიუროკრატიული ხარჯები.
ქებურიას განცხადებით, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების შედეგად 70 ლარით გაიზრდება სოციალური დახმარება, 25 ლარით პენსია და მუნიციპალიტეტში 3 ათასი ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდება.
"ევროპული საქართველო" 17 ოქტომბერს ზუგდიდში მაშტაბურ მსვლელობასაც აანონსებს.