20 ნოემბერი 2024,   21:31
ვრცლად
არ გვჭირდება ისეთი მთავრობა დედაქალაქში, რომელიც "გაზპრომს" შეეკვრება, საკუთარი ცოლის ძმას დაასაქმებს...- ზაზა ბიბილაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ბიბილაშვილი გადაცემა „არჩევანში“ იმ მთავარი ამოცანების და გეგმების შესახებ საუბრობს, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მათთვის პრიორიტეტული იქნება. ბიბილაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა, გამარჯვების შემთხვევაში ვიცე-მერის პოსტზე წარადგინა.

ზაზა ბიბილაშვილი ზალიკო უდუმაშვილის მიერ წარმოდგენილი გუნდის დადებითი მხარეების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, გუნდის წევრებს კონკრეტული ხედვები გააჩნიათ იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთდეს ქალაქში.

„დღეს თბილისს, როგორც არასდროს, სჭირდება წესიერი, კეთილსინდისიერი, კანონმორჩილი და არაკორუმპირებული პროფესიონალების გუნდი. ჩვენ გვინდა ასეთი გუნდი თბილისის ხელმძღვანელობაში, ასეთი საკრებულო, მთავრობა. არა ისეთი, რომელიც თანამდებობას გამოიყენებს იმისთვის, რომ მაგალითად, საკუთარი ცოლის ძმა ან ნათესავი დაასაქმოს განათლებს გარეშე და მისთვის გამოიყენებს ეს თანამდებობა. არც ისეთი, რომელიც სხვა ქვეყნის ინტერესების ანაცვალებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, როდესაც მაგალითად „გაზპრომს“ შეეკვრება. არც ისეთი ხელისუფლება არ გვჭირდება ქალაქში,  რომელიც ფეხბურთის ფედერაციაში არჩევნებს გააყალბებს. საკუთარ მეგობარს წამალს ჩაუდებს იმისთვის, რომ ფეხბურთის ფედერაციისთვის გამოყოფილი 270 მილიონი მან და მისმა კლანმა განკარგოს,“ - აცხადებს ბიბილაშვილი.

ბიბილაშვილი ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზეც საუბრობს. 

„ჩვენი ხელისუფლების პირობებში თბილისში იქნება უკეთესი ცხოვრება ყველასთვის," - აღნიშნა ბიბილაშვილმა.

დღის ამბები