20 ნოემბერი 2024,   21:33
ვრცლად
"თანხმობის გარეშე ეს კონსტიტუცია ვერ იქნება მყარი" - ფიქრია ჩიხრაძე

ვეტოსთან დაკავშირებით მმართველ გუნდთან დამატებითი კონსულტაციებისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ პრეზიდენტის სასახლეში. დღის ბოლოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უმრავლესობას ეხმიანება.

ფიქრია ჩიხრაძის თქმით, ქვეყანას უკეთესი კონსტიტუცია სჭირდება და ისინი დიალოგისთვის მზად არიან.

"თანხმობის გარეშე ეს კონსტიტუცია ვერ იქნება მყარი. აქ ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ არ დევს შესანიშნავი დებულებები, ბევრი რამ არის საკამათო, მაგრამ, მოდი რაღაცეებზე შევთანხმდეთ, უკეთესი დოკუმენტი შევქმნათ და ნუ გავწირავთ კონსტიტუციას ერთპარტიულობისთვის,“ - აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე.  

დღის ამბები