20 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
საჭიროა მსგავსი ფაქტები კანონის გათვალისწინებით მოგვარდეს - აინოშ ჰერმანი ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენებაზე

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია, ევროკავშირის ელჩს, იანოშ ჰერმანს შეხვდა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას თქმით, განიხილეს წინასაარჩევნო გარემო, საუბარი იყო ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების გარკვეულ ფაქტებზეც, რომელზეც საარჩევნო ადმინისტრაციამ უკვე შეადგინა სამართალდარღვევის ოქმები.

შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა ევროკავშირის ელჩმაც. იანოშ ჰერმანის თქმით, ევროკავშირი საარჩევნო პროცესს
ყურადღებით ადევნებს თვალს.

"არჩევნების მიმდინარეობას ეუთოს სადამკვირვებლო მისია დააკვირდება და საკუთარ მოსაზრებას დააფიქსირებს, ხოლო ევროკავშირი მისიის დასკვნას გაითვალისწინებს. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისგან და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან ვიღებთ ინფორმაციას ადმინისტრაციული რესურსების სავარაუდოდ ბოროტად გამოყენების, დაშინებისა და ზოგ შემთხვევაში ძალადობის შესახებ. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამ შემთხვევებს არ აქვს სისტემატიური ხასიათი, მიუხედავად ამისა, საჭიროა მსგავსი ფაქტები კანონის გათვალისწინებით მოგვარდეს,” - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები