06 მაისი 2024,   16:45
ვრცლად
"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი თემქის მოსახლეობას შეხვდა

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი თემქის მოსახლეობას შეხვდა. კახა კალაძემ ამომრჩევლებს ქალაქის განვითარების შვიდპუნქტიანი გეგმა გააცნო. მერობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა ცენტრალური და პერიფერიული უბნების თანაბარ განვითარებას და მოსახლეობას რადიოქალაქის ინფრასტრუქტურული პროექტი წარმოუდგინა.

კალაძე მოსახლეობას დაჰპირდა, რომ მისი მერობის დროს გამოირიცხება საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა რეკრეაციულ ზონებსა და მწვანე სივრცეებში.

„თქვენ გაქვთ იმის უფლება, რომ არჩევნების დროს დაესწროთ შეხვედრებს, მოისმინოთ კანდიდატების მიერ გაჟღერებული პროგრამები, რა გეგმები აქვთ კანდიდატებს, როგორ აპირებენ მის განხორციელებას და შესაბამისად, თქვენ უნდა გააკეთოთ სწორი ანალიზი და თქვენვე უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, თუ ვის დაუჭიროთ მხარი არჩევნების გზით,“ - მიმართა კალაძემ ამომრჩეველს.

დღის ამბები