თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა ამომრჩეველს, საკუთარი გუნდის წევრები გააცნო. ურბანისტები, გარემოს დამცველები, მედიკოსები და იურისტები - ეს იმ პროფესიების ჩამონათვალია, რომლითაც ელისაშვილი მერიაში აპირებს მუშაობას.
მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა "ექსპოჯორჯიაში" გამართულ პრეზენტაციაზე, პირობა დადო, რომ თბილისის მერად არჩევის შემთხვევაში, თბილისში ჯანსაღი გარემოს შექმნა უპირველესი საზრუნავი იქნება.
„მე დღეს წარვადგინე გუნდი, რომელთან ერთად მერიაში მოსვლის შემდეგ რეალურად და გადაუჭარბებლად უნდა გადავარჩინოთ ეს ქალაქი. აქ არიან პროფესიონალი, კეთილსინდისიერი და კვალიფიციური ადამიანები,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.