საკრებულოს შენობის მიმდებარედ, მთავრობის ადმინისტრაციასთან დიდი რაოდენობით სპეცრაზმელია მობილიზებულია. ვიდეოკადრები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ნადირაძემ მოიპოვა. მისი შეფასებით, სპეცრაზმელები ყვითელი ავტობუსებით არიან მობილიზებულები.
"ვხედავთ "ქართული ოცნების" მორიგ სამარცხვინო დღეს, რომლებიც ცდილობენ, პოლიციელების, სუს-ს თანამშრომლების, ზონდერების უპრეცნდეტო რაოდენობის მობილიზებით ხალხისგან თავის დაცვას, რომელიც აპროტესტებს ბიძინა ივანიშვილისთვის ერთ ლარად თბილისელების ქონების გადაცემას. ვნახეთ, კანცელარიასთან მობილიზებული სპეცსამსახურები, რომლებიც მობილიზებულები არიან ყვითელი ავტობუსებით, რომელთაც სურთ მშვიდობიანი მომიტინგეები დაარბიონ,“- აღნიშნა ნადირაძემ.