პარლამენტში ამ წუთებში სპორტის კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს. სხდომის დაწყების წინ მმართველი გუნდის წევრებმა ქართველი სპორტსმენის, ირაკლი ჭანტურიას მიერ გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებთ გააკეთეს განმარტებები.
„ქართულ ოცნება“ ძალოსნობაში მსოფლიო ჩემპიონზე რაიმე სახის ზეწოლას გამორიცხავს.
„საჯაროდ ამის შესახებ ინფორმაცია არ მსმენია. გავერკვევით სიტუაციაში. არ მგონია, რომ ეს სერიოზულ თემად აღიქმებოდეს. ეს უკვე სასაცილოა,“ - განაცხადა პორტის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა.
თავად ქართველი სპორტსმენი აცხადებს, რომ სამშობლოში მისი ოჯახის წინააღმდეგ პოლიტიკური ზეწოლა ხორციელდება, რის გამოც ჭანტურია ვარჯიშსაც ვეღარ ახერხებს.