20 ნოემბერი 2024,   21:32
ვრცლად
"არის მცდელობა, რომ მოხდეს დებოში" - საკრებულოს უმრავლესობა ოპოზიციაზე საუბრობს

საკრებულოს უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ოპოზიციას დებოშის საშუალებას არ მისცემენ. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ტყემალაძის შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენლებს სურთ, საკრებულოს ფუნქციონირებას ხელი შეუშალონ, რისი უფლებაც, მისი თქმით, მათ არ აქვთ.

„ოპონენტების მოქმედებები 29 სექტემბერს, საკრებულოს სხდომაზე მათი მოქმედებები, განცხადებები ამ დღეების განმავლობაში ყველამ მოისმინეთ და არის აშკარა მცდელობა, რომ მოხდეს დებოში, დესტრუქცია და საკრებულოს ფუნქციონირებას შეეშალოს ხელი. ამის უფლება არავის აქვს. ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას თბილისელების სასარგებლოდ. ჩვენი გადაწყვეტილება აქედან გამომდინარე იყო,“ - აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.

საკრებულოს წევრები „ნაციონალურ მოძრაობას“ მარტივ მამრავლებად დაშლილ პარტიას უწოდებენ.

„საკრებულო არის არგუმენტებით და არა ფიზიკური ჭიდილის ადგილი, როგორც ეს დააანონსა მარტივ მამრავლებად დაშლილმა პარტიამ, ისე დაშლილმა, რომელსაც ელიავას ბაზრობა აღარ იბარებს უკვე,“ - განაცხადა ფრაქცია "დედაქალაქის" წევრმა, შალვა ოგბაიძემ. 

საკრებულოს შენობასთან ოპოზიციური პარტიები აქციებს გამართავენ. ისინი ბიძინა ივანიშვილისთვის მიწების ერთ ლარად გადაცემას აპროტესტებენ. ამ საკითხზე თბილისის საკრებულომ საბოლოო გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე უნდა მიიღოს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები