საკრებულოს შენობაში დღეს პარლამენტის წევრების არშეშვების საკითხთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
„მართალია, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-16 მუხლის მესამე პუნქტი ითვალისწინებს პარლამენტის წევრთა შესაძლებლობას, რომ მათ სათათბირო ხმის უფლებით მიიღონ მონაწილეობა საკრებულოს სხდომაში, თუმცა საკრებულოს ხელმძღვანელობის, ადგილობრივი თვითმმართველობის განმარტებით, მათი პოზიციის და მათი სამართლებრივი განმარტების თანახმად, რეგლამენტის ეს ნორმა ეწინააღმდეგება მოქმედ კონსტიტუციას და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს,“ - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.
საკრებულოს შენობაში დღეს პარლამენტის დეპუტატები არ შეუშვეს, რასაც შენობის წინ დაპირისპირება მოჰყვა. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, დააკავეს რამდენიმე ადამიანი. საკრებულოს სხდომაზე ბიძინა ივანიშვილისთვის თბილისში მიწის ნაკვეთების გადაცემის საკითხი დაამტკიცეს.