სტრასბურგში ევროსასამართლოს მოსამართლედ ლადო ჭანტურია აირჩიეს.
საქართველოდან წარდგენილ სტრასბურგის მოსამართლეობის სამ კანდიდატს დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კენჭი უყარა.
კენჭისყრის შედეგად ყველაზე მაღალი შეფასება მოსამართლე ლადო ჭანტურიამ მიიღო. შეფასების მიხედვით, მეორე ადგილზე გავიდა მოსამართლე ლალი ფაფიაშვილი. ხოლო ყველაზე დაბალი შეფასება მოსამართლემ ოთარ სიჭინავამ მიიღო.
გასულ კვირას სია ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს, არცერთი კანდიდატურა არ ჩავარდნილა, თუმცა რეკომენდაცია ლადო ჭანტურიას გაუწიეს.
ეს ქვეყნისთვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის წარდგენის უკვე მესამე მცდელობაა. წინა ორ შემთხვევაში სტრასბურგმა თბილისის მიერ შერჩეული იურისტები დაიწუნა.