„წინ არ მიდის“, „პენსია არ მყოფნის“ - ეს განცხადებები ბათუმში არსებული ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის შეფასებისას გააკეთეს.
სოფლის მეურნეობის პროდუქტების განადგურებას უჩივიან.
„მწვანილი მწვანილს არ ჰგავს, მანდარინი მანდარინს არ ჰგავს, შეჭამა პეპლებმა, შეგვჭამა ჩვენც,“ - განაცხადა ბათუმში ერთ-ერთმა მცხოვრებმა.
ბათუმელები ერთ-ერთ მთავარ პრობლემად უმუშევრობას ასახელებენ. ასევე უჩივიან სასმელი წყლის პრობლემას. ბათუმელები აცხადებენ, რომ საკანალიზაციო პრობლემებიც აწუხებთ.
ბათუმში აცხადებენ, რომ ქალაქის გარკვეული ნაწილი მოუწესრიგებელი საკანალიზაციო სისტემის გამო, ქალაქი იტბორება. მოსახლეობა დაბინძურებული წყლის გამო ჯანმრთელობის პრობლემებსაც უჩივის.
ბათუმელები აღნიშნავენ, რომ ცენტრისგან განსხვავებით, გარეუბნებში ინფრასტრუქტურა მოსაწესრიგებელია.
ავტორი: ეკა სარია