ხმაური და დაპირისპირება თბილისის საკრებულოსთან მას შემდეგ დაიწყო, რაც საპატრულო პოლიციამ დეპუტატი თინა ბოკუჩავა შენობაში არ შეუშვა. დაპირისპირების დროს პოლიციამ ნაციონალური მოძრაობის ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, კოტე იოსელიანი და ამავე პარტიის წევრები დააკავა.
თბილისის საკრებულოს შენობაში შესვლას ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატიც ითხოვდა, თუმცა საკრებულოს შენობის ყველა შესასვლელი დილიდან სამართალდამცველებს ჰქონდათ ბლოკირებული.
ვითარება სამართალდამცველებსა და ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს შორის რამდენჯერმე უკიდურესად დაიძაბა.
ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის თაბორის მთაზე 5000 კვ.მ. და პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1900 კვ.მ. მიწის გადაცემას აპროტესტებდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აქციაზე სამართალდამცველებმა 9 პირი დააკავეს.
ოპოზიცია პროტესტის შეწყვეტად არ აპირებს. ნაციონალურმა მოძრაობამ მორიგი აქცია დაანონსა, რომელიც შაბათს რუსთაველის მეტროსთან გაიმართება.
დღესვე ევროპული საქართველოს წევრებმა საპროტესტო მსვლელობა გამართეს. მოთხოვნის მიუხედად, პარტიის ლიდერები დღეს საკრებულოს შენობაში არ შეუშვეს.
ავტორი: თაკო სურგულაძე