20 ნოემბერი 2024,   21:32
ვრცლად
დავით თარხან-მოურავი ოპონენტების კრიტიკას პასუხობს და მოსკოვში წინასაახალწლო ვიზიტს აანონსებს

საქართველოს პატრიოტთა ალიანსი ოპოზიციური პარტიების ნაწილს კრემლიდან დაფინანსების მიღებაში ადანაშაულებს. ალიანსის ლიდერი, დავით თარხან-მოურავი, ლეიბორისტულ პარტიას, რესპუბლიკურ პარტიას და დემოკრატიულ მოძრაობას კრემლიდან დაფინანსების მიღებაში, ივანიშვილთან გარიგებასა და ქვეყნის ღალატში ადანაშაულებს.

დავით თარხან-მოურავმა ასე ახსნა ის კრიტიკა, რომელიც მისი პარტიის რუსულ ვოიაჟებს მოჰყვა.

ოკუპანტი ქვეყენის წარმომადგენლებთან გამართული მოლაპარკებების შემდეგ, შალვა ნათელაშვილმა თარხან-მოურავი ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაში დაადანაშაულა და პირდაპირ განაცხადა, რომ პატრიოტთა ალიანსი დაფინანსებას რუსული სპეცსამსახურებისგან იღებს.

დავით თარხან-მოურავი ლეიბორისტების ლიდერს ანალოგიურ ბრალდებას უყენებს.

მას ასევე უკვირს, რატომ გახდა კიდევ ერთი პრორუსული ძალის წარმომადგენლის, ნინო ბურჯანაძის, თავდასხმების ობიექტი.

ჟურნალისტებთან შეხვედრაზე დღესვე პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა რესპუბლიკელებიც გააკრიტიკა და პარტია ქვეყნის დაშლაში დაადანაშაულა.

ლევან ბერძენიშვილმა დღეს არამხოლოდ რესპუბლიკელების კონცეფციაზე ისაუბრა, არამედ პატრიოტთა ალიანსი ქვეყნის ღალატში დაადანაშაულა.

ოპოზიციური ძალების კრიტიკის მიუხედავად, თარხან-მოურავი მოსკოვში მაინც მიდის. პატრიოტთა ალიანსი რუსეთში ახალ წლამდე კიდევ ჩავა.

დღის ამბები