20 ნოემბერი 2024,   21:40
ვრცლად
ახალი კონსტიტუცია - პარლამენტი პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით დღეს მიმართავს 

რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით საკანონმდებლო ორგანო პრეზიდენტს ოფიციალურად დღეს მიმართავს.

საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განსახილველად შეკრებას 13 ოქტომბერს, 11:00 საათზე გეგმავს.

პასუხის მიუხედავად კანონმდებლები პარასკევს ნებისმიერ შემთხვევაში შეიკრიბებიან, ამის უფლებას დეპუტატებს რეგლამენტი აძლევს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პრეზიდენტის ვეტო დაიძლევა.

 „თუ პრეზიდენტი არ დანიშნავს სხდომას, მაშინ ეს პროცედურა გათვალისწინებულია, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს უფლებამოსილება დანიშნოს სხდომა, შეიკრიბოს პარლამენტი და იმსჯელოს ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით,“-განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანრი ოხანაშვილმა.

ოპოზიცია კი თვლის, რომ ქვეყანას მოტივირებული შენიშვნების გაზიარება აუცილებლად სჭირდება, თუმცა იმედი, რომ ამ წინადადებას "ქართული ოცნება" მიიღებს, არ აქვთ.

„რაკი "ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ დაძლიოს ეს ვეტო, ესეიგი მას გადაწყვეტილი აქვს, რომ მთელს ქვეყანას ერთპარტიული კონსტიტუცია მოახვიოს თავზე. ცხადია განწყობა და პოზიცია იქნება საპროტესტო, იმიტომ, რომ ეს არ არის სახალხო და საქვეყნო კონსტიტუცია. ეს ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხალხის ხარჯზე ფუფუნებაში ცხოვრება,“-აცხადებს ენმ-ს წევრი ნიკა რურუა.

დღის ამბები