20 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
„მინდა გაოცება გამოვთქვა, თუ როგორ იქცეოდა ზოგიერთი დეპუტატი"- თეა წულუკიანი საკრებულოს მოვლენებზე საუბრობს

„მინდა გაოცება გამოვთქვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იქცეოდა ზოგიერთი დეპუტატი, როგორ ცდილობდა პროვოცირებას ნეგატიური პროცესებისა,“- ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა საკრებულოს შენობასთან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართულ აქციაზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გააკეთა.

თეა წულუკიანის თქმით, აქციის მონაწილეების დაკავება კანონიერი იყო.

„მინდა ხაზი გავისვა იმ რთულ სამუშაოს და მდგომარეობას, რომელშიც ქვეყნის პოლიცია და პოლიციელები აღმოჩნდნენ, თუმცა ვთვლი, რომ მათი რეაქცია კანონის ფარგლებში იყო. ხელოვნურად ნუ შექმნიან დაძაბულობას, რადგან წინასაარჩევნო კამპანიის სახელმწიფოს მხრიდან დაძაბულობა არ არსებობს,“- განაცხადა თეა წულუკიანმა.

„ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოს შენობასთან გუშინ აქციას მართავდა, სადაც სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. დეპუტატები თვითმმართველ ორგანოში შესვლას ცდილობდნენ, რის უფლებასაც სამართალდამცავები არ აძლევდნენ. ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის ერთ ლარად მიწების გადაცემას აპროტესტებს.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები