20 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
ივანიშვილისთვის გადაცემულ 1900 კვ.მ. მიწის ფართობში გუდიაშვილის ქუჩის ნაწილიც შედის - ოპოზიცია სასამართლო დავისთვის ემზადება 

ბიძინა ივანიშვილისთვის მიწის ნაკვეთების სიმბოლურ ფასად დაკანონების გადაწყვეტილებას, ოპოზიცია სასამართლოში გაასაჩივრებს.

„ქართული ოცნების“ ოპონენტები საკრებულოს თავმჯდომარეს რეგლამენტისა და კანონის უხეშ დარღვევაში ადანაშაულებენ და საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების არალეგიტიმურად გამოცხადებას მოითხოვენ.

სასამართლო დავის პარალელურად, “ნაციონალური მოძრაობა“ მასშტაბური საპროტესტო აქციისთვის ემზადება.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ინფორმაციით, პუშკინის სკვერის მიმდებარედ, ივანიშვილისთვის გადაცემულ 1900 კვ.მ ფართობი მიწის ნაკვეთში შედის გუდიაშვილის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაწილიც. აღნიშნული მარიკა დათუკიშვილის თმით, საჯარო რეესტრში არსებული საკადასტრო კოდით დასტურდება.

„თვითმმართველობის კოდექსის განსაზღვრავს თვითმმართველი ორგანოს ქონებას ანუ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონებას. ეს არის ძირითადი განუსხვისებელი ქონება და დამატებითი ქონება. ძირითად განუსხვისებელ  ქონებას მიეკუთვნება, გზები, ტბები, წყლები და ა.შ. მათ შორის გუდიაშვილის გზაც წარმოადგენს ძირითად განუსხვისებელ ქონებას. ძირითადი განუსხვისებელი ქონების გასხვისება, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად დაუშვებელია და ეს არის დანაშაული. მას აქვს ერთადერთი განსაზღვრება, მისი გასხვისება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ძირითადი განუსხვისებელი ქონება დაკარგავს ფუნქციას. ამიტომ, მოვითხოვთ აგვიხსნას  თბილისის საკრებულომ, თბილისის მერიამ რატომ დაკარგა გუდიაშვილის ქუჩამ ფუნქცია,“-განაცხადა მარიკა დათუკიშვილმა.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”მოძრაობა თავისუფლებისთვის - თბილისის” თავმჯდომარე  მამუკა ახვლედიანი განმარტავს, რომ საქალაქო სასამართლოსთვის მიმართვისას მთავარი მოთხოვნა, მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა იქნება. გარდა ამისა ოპოზიცია მოითხოვს სასამართლომ მიწის ნაკვეთების საკითხი პირვანდელ, განხილვის მდგომარეობას დაუბრუნოს.

„მთავარი მოთხოვნა იქნება, რომ სასამართლომ ბათილად ცნოს  საკრებულოს გუშინდელი სხდომის დადგენილება. მიწის ნაკვეთების მდგომარეობა დაუბრუნდეს პირვანდელ საწყისს და ხელმეორედ თბილისის მერიამ და თბილისის საკრებულომ იმსჯელოს ამ მიწის ნაკვეთების გასხვისების თაობაზე. ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი როგორც გვაბრალებენ პარკინგის მოწყობისა, მაგრამ საზოგადოებრივი სივრცე უნდა იქნას შენარჩუნებული,“-აცხადებს მამუკა ახვლედიანი.

კანონის დარღვევას გამორიცხავს თავად უმრავლესობა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ტყემალაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრება პრობლემას არ წარმოადგენს. მისივე თქმით, გადაწყვეტილება იყო ძალიან ლოგიკური. რაც შეეხება  განვითარებულ მოვლენებს, ტყემალაძის თქმით, მმართველმა გუნდმა გუშინ საკრებულოში პროვოკაცია თავიდან აიცილა.

დღის ამბები