20 ნოემბერი 2024,   21:33
ვრცლად
2012 წელს და მანამდეც ჯარიც კი გამოიყვანეს მშვიდობიანი მოქალაქეების დასაკავებლად - სოზარ სუბარი ენმ-ს წარსულს ახსენებს

„გუშინ დაკავება რაც მოხდა, კანონის ფარგლებში იყო, თუმცა კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა 2012 წელს და მანამდეც, როდესაც ჯარიც კი გამოიყვანეს მშვიდობიანი მოქალაქეების დასაკავებლად,“- ასე შეაფასა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა საკრებულოს შენობასთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე განვითარებული მოვლენები. მინისტრმა ყოფილ ხელისუფლებას წარსული შეახსენა.

„ადმინისტრაციული პროცესის ღიაობა არ ნიშნავს, რომ მთელი ქალაქი მივიდეს ერთგან, მით უმეტეს, როდესაც მათი მიზანი არის დებოშის მოწყობა და პროცესის ჩაშლა. ზოგადად საკრებულოს სხდომა იყო ღია. განსაკუთრებით ცინიკური რაც არის, ეს არის განცხადებები იმ პოლიტიკოსების, რომლებიც ამბობენ, რომ როდის ყოფილა პოლიტიკოსის, ან პოლიტიკურ პროცესში დაკავება მომხდარიყოო,“- აღნიშნა სოზარ სუბარმა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები