სოხუმის მოვლენებისა და დაცემის დროს დაღუპული ქართველი გმირების ნეშტები საქართველოში გადმოასვენეს, მათ შორის არის უშიშროების პოლკოვნიკი, მამია ალასანია, ირაკლი ალასანიას მამა, სოხუმის მერი, გურამ გაბესკირია. ამის შესახებ განცხადება ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. სოზარ სუბარი თქმით, ბოლო ერთ წლის განმავლობაში 90-ზე მერტი ნეშტი იქნა მოძიებული.
„მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში 28 სამარხი იქნა გახსნილი და 91 ნეშტი იქნა მოძიებული, მათ შორის 25 უკვე იდენტიფიცირებულია. ამ 25-დან ყველანი არიან გმირები, მაგრამ მათ შორის არიან ის ადამიანები, რომლებიც სოხუმში უმაღლესი საბჭოს შენობას იცავდნენ, იყვნენ ჟიური შარტავასთან ერთად. მათ შორის არის მამია ალასანია, საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკი, სოხუმის მერი, საქართველოს გმირი გურამ გაბესკირია, ასევე აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეები შენგელაია და ვახტანგ გეგელაშვილი, მათ შორის არიან მებრძოლები,“- განაცხადა სოზარ სუბარმა.