20 ნოემბერი 2024,   21:37
ვრცლად
რეგიონული უსაფრთხოება - ბათუმში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალი გრძელდება

ბათუმში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალი გრძელდება. მინისტერიალის მიზანი რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის, ასევე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის, რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კონსოლიდაციაა.

„ნათლად გამოჩნდა, რომ გვსურს კონკრეტული პროგრესისა და შედეგის მიღწევა, ჩვენს რეგიონში არსებული საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების გასამკლავებლად ჩვენი ერთიანობა და ძალების გაერთიანება,“- განაცხადა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის თავმჯდომარემ, ელეფტერიოს ანგელოპულოსმა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საერთაშორისო ფორმატების გამოყენების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„დღევანდელი გამოწვევები, რომელიც მთელ მსოფლიოში არსებობს ცივილიზებული სამყაროსთვის თითოეულ ნატო-ს წევრ და პარტნიორ ქვეყანას გვავალდებულებს, ვიყოთ ერთმანეთის მტკიცე მხარდამჭერნი, გვქონდეს ერთიანობა იმ სტრატეგიულ ამოცანებთან, რომელიც ჩვენი ქვეყნების დემოკრატიულ განვითარებას, სტაბილურობის, უსაფრთოხების უზრუნველყოფას უკავშირდება. ამ მიზნებისთვის აუცილებელია თითოეული საერთაშორისო ფორმატის გამოყენება,“- განაცხადა ლევან იზორიამ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები